ირმა ინაშვილი: ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოხდება მისი გადაწყვეტილების შეცვლა

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს რუსთაველზე ორი საპროტესტო აქცია იგეგმება ერთნაირი მოთხოვნით და სხვადასხვა პარტიების ორგანიზებით.

 

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამართვას დღეს პოლიტიკური პარტია  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც“ გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ .

„დღეს ჩვენ რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე ვიკრიბებით იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებას ვუთხრათ, არავინ არ მისცემთ მათ იმის უფლებას, რომ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინონ“- განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე: ვემიჯნებით ძალადობას და რევოლუციას

ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გადაგდო ყველა. უღალატა 2011 წელს გაჟღერებულ მთავარ დაპირებას და მოატყუა ასევე, საერთაშორისო პარტნიორები, რაც ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის.

„შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, სიხისტე, ამპარტავნობა, ძალიან უადგილოა. ჩაატარეს პოლიტიკური სპექტაკლი, პოლიტიკური მელაკუდობა და ქართველი ხალხი ამითი შეურაცხყოფილია.“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას", რომ არ მოხდება მისი გადაწყვეტილების შეცვლა.

„ირაკლი კობახიძე გადაიქცა ახლა ზურაბ ადეიშვილად, რომელიც საზოგადოებას უსირცხვილოდ ატყუებს. თითქოს არ შეიძლება ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, არ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში და ა.შ." - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინადადება უმნიშვნელო ცვლილებების შეტანას გულისხმობდა ადრე შეთავაზებულ საკონსტიტუციო შესწორებებში, კერძოდ, ბუნებრივი 0,67%-იანი ბარიერის ნაცვლად  0,7%-იანი ბარიერის შემოღებას.

დღესვე პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციაა დაგეგმილი აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

პოლიცია პარლამეტთა - არქივი - Sputnik საქართველო
შსს-ს თანამშრომლები პარლამენტში უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან -აცხადებს უწყება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, 14 ნოემბერს გაირკვა, რომ ბევრი მაჟორიტარი ცვლილებების წინააღმდეგია. ორდღიანი მოლაპარაკების განმავლობაში მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0