შსს-ს თანამშრომლები პარლამენტში უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან -აცხადებს უწყება

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია პარლამეტთა - არქივი
პოლიცია პარლამეტთა - არქივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტში მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან, ამის შესახებ აქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, სამართალდამცველები მობილიზებული არიან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

სამეგრელოდან აქციას უერთდებიან - Sputnik საქართველო
„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სამეგრელოდან თბილისისკენ აქციის მხარდაჭერები დაიძრნენ

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0