საქართველოს პრეზიდენტმა მხარეებს დიალოგისთვის ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებამ და ოპოზიციამ  საერთო ენა უნდა გამონახონ და მაქსიმალური პირობები შექმნან სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, მიაჩნია პრეზიდენტი

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან ექნება 

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

 „მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლა გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამასთან პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს, ყველა რესურსი გამოიყენონ დიალოგისთვის. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
მოემზადეთ კონსტრუქციული არჩევნებისთვის: არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს მიმართა

 „ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება. მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს შეიტანს საერთაშორისო საზოგადოებრიობის შენიშვნებისა და რეკომენდაციების თანახმად და ამ მიზნით ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის.

ამასობაში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა, მრავალწლიანი ქიშპობის მიუხედავად, გაერთიანდა პრინციპით - „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო აქციების გამართვის მოთხოვნით.

ყველა ახალი ამბავი
0