14:38 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (196)
55 0 0

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კატეგორიულად გამორიცხა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს პარლამენტმა  ჩააგდო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ.

„რაციონალურად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა", – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა.

კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა: თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა დატოვეს.

ოპოზიციის მტკიცებით, დღევანდელი კენჭისყრის შედეგებმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა. მათი სიტყვებით, ყოველივე ეს ხელისუფლებამ და პირადად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმეს.

შექმნილი რეალობის ფონზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები სამომავლო მოქმედების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.

 

თემები:
საქართველოს პარლამენტი (196)

მთავარი თემები