პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის კიდევ ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება" დატოვა

© photo: Sputnik / Stringerთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველომ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინა ფრუიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
რეფორმა ჩავარდა – 2020 წლის არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

ჩუგოშვილის განმარტებით, მათთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ არჩევნების პროპორციული სისტემის დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი მათთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა.

„ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. დღეს იყო უმრავლესობის მძიმე სხდომა, ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, დასრულდებოდა პარტიის დანაკარგით. შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის იყო ცნობილი", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო, 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0