პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის მიერ მომზადებულ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტს 150 დეპუტატიდან 32-მა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ იმ კანონპროექტს, რომელიც 24-მა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა.

კონსტიტუციაში ასეთ ცვლილებებს მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

მოქმედი კანონმდებლობით, 150 დეპუტატიდან 73-ს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, დანარჩენს კი პარტიული სიებით, ანუ არჩევნები შერეული სისტემით ტარდება.

თავიდან ამ კანონპროექტით ოპოზიციონერები მოითხოვდნენ არჩევნების 3%-იანი ბარიერის პირობებში გამართვას და რომ მასში მონაწილეობა შეძლებოდათ როგორც პარტიებს, ისე ბლოკებს. 

პარლამენტის დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დაიწყო

სამშაბათს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, რომელმა პარლამენტში ოპოზიციის კანონპროექტი წარადგინა, პარტიების მხრიდან დათმობის მზადყოფნაზე განცხადება გააკეთა.

ცვლილებების მეორე ვარიანტი, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოამზადა, ითვალისწინებს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში და მხოლოდ პარტიების მონაწილეობას, ბლოკების გარეშე.

„ოპოზიციურმა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლების ვარიანტისკენ გადადგას ნაბიჯი. ჩვენ გთავაზობთ ამ ორივე პროექტის გაერთიანებას და ჩვენ თანახმა ვართ ბუნებრივ ბარიერზე“, – განაცხადა კაციტაძემ.

ამასთან, მან არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენთვის ბლოკები თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის არის აუცილებელი. და თუ ვინმეს ეშინია, რომ ყველა ერთი ქოლგის ქვეშ აღმოვჩნდებით, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ვისაც უნდა, მაინც აღმოჩნდებიან და დანარჩენებს თქვენ ფაქტობრივად უკრძალავთ თანამშრომლობას“, – განაცხადა კაციტაძემ.

პოლიტიკური ბლოკები მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის მთავარი საჯილდაო ქვა გახდა.

„ბლოკების ინსტიტუტს ფიქტიური პარტიები იყენებენ, რათა დამატებითი დაფინანსება მიიღონ. გასულ წელს დაახლოებით 10 მლნ ლარი მიიღეს ფიქტიურმა პარტიებმა. ეს თანხები ტყუილუბრალოდ დაიხარჯა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0