04:50 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ოპოზიციას იმედი გაუცრუოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
151 0 0

საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა „პანორამა თბილისის“ პროექტთან, სასტუმრო „პარაგრაფსა“  და ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ქვეყანაში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა მისი კუთვნილი ყველა - როგორც უკვე მოქმედი, ისე მშენებარე - სასტუმროს გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა.

ივანიშვილი მზადაა საკუთარი ქონების 90%-ზე უარი თქვას >>

„ფორბსის“ მარტის თვის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მილიარდერების სიაში მას 456-ე ადგილი უჭირავს.

„რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ივანიშვილმა იყიდა ყველაფერი, მინდა მათ იმედი გავუცრუო. ყველა დაინახავს, რომ სამი წლის შემდეგ არცერთი სასტუმრო ჩემი საკუთრება აღარ იქნება, სარგებელს კი ამ პროექტიდან ათასობით ადამიანი მიიღებს“, - განაცხადა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ივანიშვილი მზადაა, შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი“ 60 მილიონ დოლარად გაყიდოს, მიუხედავად იმისა, რომ მასში 120 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

პოლიტიკოსი მზადაა, ასევე 10-30%-იანი ფასდაკლებით დათმოს დედაქალაქის ცენტრში მშენებარე გრანდიოზული პროექტი „პანორამა თბილისი“.

ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან ფასდაკლებით გაყიდოს რვა სასტუმრო, რომლებსაც „ტურიზმის განვითარების ფონდი“ აშენებს. მთავარი პირობებია - ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაბარება არ უნდა გაჭიანურდეს (მაქსიმალური ვადა - ორი წელი) და პროექტი წინასწარ შეთანხების გარეშე არ უნდა შეიცვალოს.

ივანიშვილის მტკიცებით, მას არასდროს ჰქონია გეგმაში საქართველოში ბიზნესის წარმოება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ანუ სარგებლის მიღების მიზნით. მისი სიტყვებით, ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია არის ბანკი „ქართუ“. ამასთან, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი, რომელიც საქართველოს დასახმარებლად შეიქმნა.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს >>

სხვა ბანკებისგან განსხვავებით, „ქართუს“ არასდროს ჰქონია ჭარბი შემოსავალი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მილიარდერმა აღნიშნა, რომ უკვე სამი წელია, ცდილობს ბანკი „ქართუს“ გაყიდვას იმ პირობით, რომ მას არ დახურავენ, და იმ ფასად, რომელიც მის შექმნაში ჩაიდო.

ბანკ „ქართუს“ შეძენით დაინტერესდა „ლიბერთი ბანკი“.

„ეს იქნება კარგი საბანკო სისტემისთვის, ვინაიდან ქვეყანას მესამე ძლიერი ბანკი სჭირდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მთავარი თემები