17:39 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

საქართველოში უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელმა პოლიტიკით დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის და მისი ბიზნეს-პარტნიორის ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მოძრაობის გვერდი Facebook-ში.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან: თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებების ლიგის” პრეზიდენტი; გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი; მარინა მამუჩაშვილი - ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი; გიორგი ზურებიანი - წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი;

ალექსანდრე ჩუბინიძე - არქიტექტორი, პრაქტიკოსი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; თამარ ბუაძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი; თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი; ვაჩე ჩინჩალაძე - კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი; მამუკა მახარაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; ნუკრი ტატიშვილი - პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფ-მზარეული; თამარ ჭალაგანიძე - კომუნიკაციების სპეციალისტი.

მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა და პირობა დადო, რომ მოგვიანებით მას პარტიად გარდაქმნიდა და 2020 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. მან საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მათ რიგებში ცნობილი პოლიტიკოსები არ იქნებიან, მის გეგმაშია თითოეული სფეროდან 12 ყველაზე წარმატებული ადამიანის მოძიება და შემოკრება.

დღეისათვის ხაზარაძე და ჯაფარიძე მხოლოდ TBC Bank-ის აქციონერები არიან. საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათი ანგარიშები საქართველოში დაყადაღებულია.

მთავარი თემები