საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას უშუამდგომლებს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ ქვეყნის პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართა. მამალაძე მსჯავრდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილი მკვლელობის მცდელობისთვის. ამის შესახებ მეუფე პეტრემ (ცაავა) წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა

დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში მკურნალობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ტყვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით პირველი ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0