საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა

© Sputnik / Levan Avlabreliაქცია საპატრიარქოსთან
აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული თხოვნით ოჯახმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

დეკანოზის ოჯახმა მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით ოჯახმა წინა პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე ასევე უარი უთხრა.

მანამდე სალომე ზურაბიშვილს გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმდინარე წლის თებერვალში მიმართეს. გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეწყალების აქტის გამოცემისთვის პრეზიდენტთან შუამდგომლობისთვის მიმართა. როგორც მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, ის მხოლოდ გარკვეულ პირობებში უნდა განხორციელდეს.

„დღეს კიდევ ერთხელ იგნორირება გაუკეთეს ჩემი ძმის მდგომარეობას და საპყრობილეში დატოვეს. ეს საპატრიარქოს, ხელისუფლების და პრეზიდენტის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელზეც თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დავიღალე, ძალიან ცდება. სექტემბრიდან პროტესტის ახალ ფორმებს მიიღებენ", – წერს თორნიკე მამალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თორნიკე მამალაძე სექტემბრიდან პროტესტის ახალი ტალღის წამოწყებას გეგმავს. მიმდინარე წლის თბერვალში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ზიარების თხოვნით საქართველოს საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს და საპროტესტო აქციები გამართეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
დეკანოზი გიორგი მამალაძე იშემიური შეტევით კლინიკაში მოათავსეს

ამ დროისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმდინარე წლის თებერვალში საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე მოხვდა. ღუდუშაურის კლინიკის ექიმებმა მსჯავრდებულს დაუსვეს დიაგნოზი: ჰიპერტონული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის მომატებით იყო გამოწვეული და ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა. მოგვიანებით ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მონაწილეობით კონსილიუმი შედგა, რომელმაც დასვა დიაგნოზი: დისოციაციური მოტორული აშლილობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

მოგვიანებით პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოსგან თავად საპატრიარქომ ითხოვა დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება.

ყველა ახალი ამბავი
0