14:09 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენპროკურორი: მეუფე იაკობის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი არაა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
83 0 0

შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პროკურატურას მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყება.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მეუფე იაკობის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის წევრები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას გეგმავდნენ, დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, ამიტომ გამოძიება არ დაიწყება, განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტმა სკანდალური განცხადება 26 ოქტომბერს ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში გააკეთა. მისი სიტყვებით, შეხვედრაზე, რომელიც ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, მას კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გარდა ამისა, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო.

„განცხადებაზე, რომელშიც დროის, მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა, რეალობისგან არის აცილებული, საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს. საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ თანამდებობაზე და, მეორე, დანაშაულის შემცველი ნიშნები ამ განცხადებაში არ ყოფილა", – განაცხადა თადუმაძემ ჟურნალისტებთან.

თადუმაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პროკურატურას ზომების მიღება.

„თუ არსებობს რაიმე ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს, აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია და მიმართონ საგამოძიებო უწყებას", – განაცხადა თადუმაძემ.

მანამდე გამოძიების დაწყება ოპოზიციამ მოითხოვა.

მთავრობის წევრებმა, მათ შორის გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, მეუფე იაკობის ბრალდებებს სისულელე უწოდეს.

თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)

მთავარი თემები