10:58 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)
41 0 0

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს 27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ადიგენის  მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 20,8 % შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება. შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით დღეს ტარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ლაგოდეხში რეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 867 მივიდა, რაც ამომრჩეველთა 20,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ადიგენს, რეგისტრირებული 1466-დან საკუთარი არჩევანი 305-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა(20,8%), მარტვილში კი ყველაზე დაბალი აქტივობაა, 1103 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 185-მა მისცა ხმა (16,8%).

საქართველოს მასშტაბით შვიდი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ.

ცესკოს ცნობით, არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

 

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)

მთავარი თემები