გახარია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სკანდალურ ბრალდებებს გამოეხმაურა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სკანდალურ ბრალდებებზე უწყების რეაგირებას ელოდება.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ნეპოტიზმისა და სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სალომე ადეიშვილის სკანდალურ ბრალდებებთან დაკავშირებით.

სექსუალური შევიწროების ფაქტები საქართველოში: შსს-ს მონაცემები >>

ახლახან ადეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სამსახურიდან წავიდა პროკურატურაში აუტანელი პირობების გამო. ტელეარხ „რუსთავი2“-ის მონაცემებით, ამჟამად ის აშშ-ში იმყოფება.

„პირველ რიგში რასაც გავაკეთებ – დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გენერალური ინსპექცია ზომებს მას შემდეგ მიიღებს, რაც სალომე ადეიშვილის მიერ მითითებულ ყველა გარემოებას დეტალურად შეისწავლის.

სოფო შევარდნაძე - Sputnik საქართველო
„სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ბაბუაჩემის პრეზიდენტობის დროსაც ვიყავი“– სოფო შევარდნაძე

ადეიშვილის თქმით, სამსახურიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ სამსახურში ვერ ვითარდებოდა, ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ მოჯადოებულ წრეზე დადიოდა. მისი თქმით, კარიერულ კიბეზე დაწინაურება „მფარველის“ გარეშე შეუძლებელია, ხელმძღვანელობა კი თანამშრომლების შრომას უსამართლოდ ანაწილებს და ასევე უსამართლოდ აფასებს.

ადეიშვილმა ასევე ისაუბრა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე, რის გამოც ახალგაზრდა ქალებს უწევთ სამსახურიდან წასვლა ან უსიტყვოდ მოთმენა. გარდა ამისა, მათ უწევთ შეასრულონ ხელმძღვანელობისგან დავალებული „სამართლებრივი აბსურდი“, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ცუდად აისახება კარიერაზე. ადეიშვილმა ასევე დაწერა მუდმივ უძილობაზე, სტრესზე, მუქარებსა და დამცირებაზე, რისი ატანაც მას სამსახურში უწევდა.

ყველა ახალი ამბავი
0