03:58 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
მაია ცქიტიშვილი

ვინ დაიბარა და რატომ არ მიდის საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში

Sputnik / Asatur Yesayants
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)
46 0 0

საპარლამენტო ოპოზიციამ მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტთან შექმნილი ვითარების გამო დაიბარა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ აპირებს პარლამენტში მისვლას, სადაც იგი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენდირექტორი ლევან ახვლედიანი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს.

დეპუტატების განცხადებით, ღია ფორმატში ასეთი შეხვედრა საზოგადოებას საშუალებას მისცემს გაერკვიოს, კონკრეტულად რა ხდება საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით და როგორია სახელმწიფოსა და კონსორციუმის პოზიციები.

„ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრას აუცილებლად გავმართავთ, აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, სადაც შევეცდებით მოვძებნოთ ორივე მხარისთვის, ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალიაუცილებლად გავმართავთ შეხვედრას სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში", - განაცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა მათ არ აქვთ. გარდა ამისა, მთავრობა პროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ყოველთვის ღიად აფიქსირებდა.

„და ახლა, ჩვენ ერთად უშუალოდ ვთანხმდებით ამ კვირის განმავლობაში იმ დროზე, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" კიდევ ერთხელ მისცეს დამატებითი დრო ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ყველა აუცილებელი პირობის შესასრულებლად. კონსორციუმი, თავის მხრივ, ხელისუფლებას დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

პორტის მუშაობის დაწყების დროს 2021 წელი სახელდებოდა. პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლნ დოლარია.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)

მთავარი თემები