„მიხედეთ საქმეს" – თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მიმართავს

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ კონსორციუმს წლის ბოლომდე ინვესტორების მოძიებისთვის დამატებითი დრო მისცა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მხარდაჭერას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პროექტის ორი ახალი ინვესტორი მოძებნა

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" კიდევ ერთხელ მისცეს დამატებითი დრო ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ყველა აუცილებელი პირობის შესასრულებლად. კონსორციუმი, თავის მხრივ, ხელისუფლებას დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს.

„ჩვენ არ გამოვიყენეთ კონტრაქტით მონიჭებული უფლება და არ დავიწყეთ კონტრაქტის გაწყვეტის პროცედურა. ჩვენი გადაწყვეტილება კონსორციუმისთვის წლის ბოლომდე დამატებითი დროის მიცემის თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცდით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს", – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის სიტყვებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს პროექტს.

„მთავრობა კვლავ ერთგულია ამ პროექტის. მთლიანობაში, 2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტის ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს. მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა", – აღნიშნა თურნავამ.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტი ანაკლიის პორტს ვერ შეცვლის

ხელისუფლება ამგვარად მიუთითებს, რომ თვალი დახუჭა იმაზე, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე არ შეასრულა ორი შუალედური ვალდებულება. პირველ რიგში, მან არ წარმოადგინა პოტენციურ ინვესტორებთან გაფორმებული კონტრაქტები 120 მლნ დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე. ამ კონტრაქტების ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებისგან 400 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტების მოზიდვაზე.

გარდა ამისა, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტების მოზიდვის შესახებ იმ პირობით, რომელიც მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისთვის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

გრანდიოზული პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
მთავრობა დათმობაზე წავიდა – თანხა ანაკლიის პორტისთვის წლის ბოლომდე უნდა გამოინახოს

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0