01:17 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ დმიტრი მედვედევს უპასუხა

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (122)
171 0 0

საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში რეგიონულ უსაფრთხოებას არ ემუქრება

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის არ ემუქრება, არამედ ქართველი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსეთის მთავრობის მეთაურის, დმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას.

მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე >>

ადრე მედვედევმა გაზეთ Вечерние новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მის საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსებაზე „როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით“ უპასუხებს. მისი თქმით, შიდა კონფლიქტების მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ნატოში შეყვანის მცდელობებს ძალიან სერიოზული შედეგები მოყვება.

„ამის საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. 2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობდა ხელს.

ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არ სახელდება.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა, თუმცა ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ნარჩუნდება. მეორე ფორმატია - დიპლომატების რეგულარული შეხვედრები პრაღაში, რომლებიც 2012 წლიდან იმართება. აქ მხარეები ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს განიხილავენ.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (122)

მთავარი თემები