06:04 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
 სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობას ასახელებს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)
12101

სპიკერმა ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთთან უფრო აქტიური დიალოგის წარმართვა ურჩია.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღსადგენად ქართულმა ხელისუფლებამ შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, იუწყება РИА Новости.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ამ მოვლენების და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამავე დროს რუსმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სწორი იქნებოდა – რაც შეიძლება მალე მოეხადა ბოდიში. ძლიერი ადამიანი ასეც იქცევა – თუ მას შეცდომა მოუვიდა, ან დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა, ემოციებს აჰყვა. თუ სახელმწიფოს მეთაურები ასე იქცევიან, რა ურთიერთობებზეა საუბარი... ჯერჯერობით სახეზეა ერთადერთი მიღებული გადაწყვეტილება – ავიამიმოსვლის აკრძალვა. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანამ არ იქნება გადადგმული ჩვენი ქვეყნის მიმართ შემხვედრი ნაბიჯები, საუბარი იმის შესახებ, რომ შეიცვალოს ავიამიმოსვლა, არასწორი იქნებოდა“, – აღნიშნა ვოლოდინმა შვეიცარიის ფედერალური კრების კანტონების საბჭოს თავმჯდომარესთან ჟან-რენე ფურნიესთან შეხვედრისას.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა შეახსენა მას, რომ სათათბირო ადრე საქართველოს მიმართ უფრო მკაცრ ზომებს სთავაზობდა – რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების შეწყვეტას, ფულადი გზავნილების აკრძალვას.

„დღეს ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ვურჩიო ერთი რამ: უფრო აქტიურად წარმართონ დიალოგი რუსეთთან, შეეცადონ განმარტონ ეს სიტუაცია იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გაბათილდეს ადრე გაკეთებული განცხადებები და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ურთიერთობები აღდგეს და ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ვოლოდინმა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლებში“: თბილისი ლავროვთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია >>

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიებს 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)

მთავარი თემები