23:27 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (211)
35 0 0

გიორგი გახარია აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს გაემგზავრება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, შემდეგ კი სომხეთსა და თურქეთში გაემგზავრება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 სექტემბერს გახდა. მანამდე, თითქმის ორი წლის განმავლობაში, მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერი 9 ოქტომბერს გაემგზავრება, სომხეთში – მომავალ კვირაში, თურქეთში კი – ოქტომბრის ბოლოს.

ეს სამი მეზობელი ქვეყანა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 2018 წელს აღნიშნულ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (211)

მთავარი თემები