გიორგი გახარია პირველ საგარეო ვიზიტებს მეზობელ ქვეყნებში გამართავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა და გერბი
საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარია აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს გაემგზავრება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, შემდეგ კი სომხეთსა და თურქეთში გაემგზავრება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა - Sputnik საქართველო
საქართველო-აზერბაიჯანი: რა აკავშირებს მეზობელ ქვეყნებს

გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 სექტემბერს გახდა. მანამდე, თითქმის ორი წლის განმავლობაში, მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერი 9 ოქტომბერს გაემგზავრება, სომხეთში – მომავალ კვირაში, თურქეთში კი – ოქტომბრის ბოლოს.

ეს სამი მეზობელი ქვეყანა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 2018 წელს აღნიშნულ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0