15:17 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
„რუსთავი2-ის მიკროფონი

„უძრაობის თვე" – როდის დაბრუნდება „რუსთავი2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)
125 0 0

მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „რუსთავი2"-ზე ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი გაუძღვებიან.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2" განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბერს დაიწყებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi არხის გენერალური დირექტორის პაატა სალიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„რუსთავი2"-ზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი" 20 აგვისტოდან აღარ გადის, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის ძირითადმა ბირთვმა არხი დემონსტრაციულად დატოვა.

რაში ადანაშაულებენ ნიკა გვარამიას?>>

საკადრო ცვლილებები ტელეარხზე მფლობელის შეცვლიდან ერთ თვეში დაიწყო. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძისა და რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის „ინტერესთა კონფლიქტის" მიზეზით გათავისუფლების საპასუხოდ მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის" თითქმის მთელი შემადგენლობა წავიდა სამსახურიდან.

ამიერიდან „კურიერს", რომელიც ეთერში 21:00 საათზე გავა, ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი გაუძღვებიან.

შუბლაძე ადრეც მუშაობდა „რუსთავი2"-ზე. მან არხი 2014 წელს დატოვა. შემდეგ მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში.

იმნაიშვილი აგვისტოს ბოლოდან „რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ტელეარხის აღმასრულებელი დირექტორია.

იმნაიშვილი 2000-იან წლებში ტელეკომპანია „მზეში" მუშაობდა. მაშინდელ სახელისუფლებო გუნდთან დაპირისპირების გამო ტელეარხის ხელმძღვანელობამ მისი გადაცემა დახურა. ამის შემდეგ ჟურნალისტი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ВВС-ში მუშაობდა.

1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიბრუნა. იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2"-ს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)

მთავარი თემები