15:48 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
43 0 0

ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჯარო განხილვის ჩასატარებლად კომისია შეიქმნება.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 2020 წელს საბჭოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივის განხილვას შეუდგა, განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პირველი არხის ეთერში.

მოქმედი კანონმდებლობით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. აქედან 15 დეპუტატის არჩევა პროპორციული, ხოლო ექვსის – მაჟორიტარული სისტემით ხდება.

2020 წლის არჩევნები ახლებურად ჩატარდება – პარლამენტმა შესწორებებს მწვანე შუქი აუნთო>>

შესაბამისი ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შევა. ამისთვის შეიქმნა 11-კაციანი კომისია, რომელიც ცვლილებების საჯარო განხილვას უზრუნველყოფს.

როგორც გაბაიძემ განაცხადა, ისინი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, იწყებენ საჯარო განხილვას, რის შემდეგაც ცვლილებებს უმაღლეს საბჭოში სამი მოსმენით განიხილავენ. მისი თქმით, თუ ყველაფერი გაწერილი პროცედურით წარიმართება, შესწორებებს წლის ბოლომდე მიიღებენ.

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ოპოზიციამ მხარი დაუჭირა, მაგრამ მმართველ პარტიასთან უთანხმოების ერთადერთი საგანი არჩევნებში ბლოკების მონაწილეობაა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გია აბულაძის განცხადებით, ოპოზიცია აქტიურად ჩაერთვება პროცესში და ისინი აუცილებლად მოითხოვენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბლოკების შექმნის შესაძლებლობა მიიღონ.

„ქართული ოცნება" ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე დაგეგმილზე (2024 წ.) უფრო ადრე გადასვლას ოპოზიციისა და ახალგაზრდობის ზეწოლის შემდეგ დათანხმდა, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მესამე თვეა ატარებენ. აქციები ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა, რომელიც ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ვინ ვისთან ერთიანდება და ვის აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი>>

ამჟამად საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს.

კომისიამ განსახილველად შესწორებების ერთბაშად ორი პროექტი გაიტანა. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერაა ინიცირებული, მეორე – ოპოზიციური პარტიებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.

კანონპროექტები მსგავსია იმით, რომ ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, დანარჩენები კი პარლამენტში პარტიული სიის მიხედვით შედიან.

რაც შეეხება განსხვავებებს, მმართველი პარტიის შეთავაზებაა არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის აკრძალვა. ამასთან, „ქართული ოცნება" მზადაა გააუქმოს საარჩევნო ბარიერი. ასეთი ვარიანტით პარლამენტში მოხვედრას შეძლებს ყველა ის პარტია, რომელიც შეძლებს მიიღოს თუნდაც ერთი მანდატი. მანდატებს შემდეგნაირად დაითვლიან: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლებული 150-ზე (ადგილი პარლამენტში) და გაყოფილი არჩევნებზე საერთო ჯამში მისული ამომრჩევლის რაოდენობაზე.

საინიციატივო ჯგუფი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტიებმა, ისე გაერთიანებებმა. ამასთან, მათი წინადადებაა – არჩევნები 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

მთავარი თემები