06:07 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
ილია მეორე

„მოსახლეობა ცვლილებებს ელოდება" – ილია მეორემ საქართველოს პრემიერს მიმართა

photo: Sergo Sergi Sergi / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (67)
83 0 0

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს", – ნათქვამია საქართველოს პარტიარქის მისალოც წერილში.

წერილში პატრიარქმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად", – აღნიშნულია წერილში.

ახალი მთავრობის დამტკიცების მთელი პროცედურა პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ივნისიდან მოითხოვდნენ, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე გახარიას დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელი იყო. მათი განცხადებით, გახარიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებებისთვის და მთავრობის შემადგენლობა დატოვოს.

ადრე გახარიამ არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობას სწორედ იმის გამო არ ტოვებს, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას. მისი სიტყვებით, იმ ღამეს პოლიციამ პარლამენტი შტურმისგან დაიცვა და იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა, აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (67)

მთავარი თემები