ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე

გამოწერა
გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტი მისი წინამორბედის, მამუკა ბახტაძის კაბინეტისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. შეიცვალნენ მხოლოდ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

საქართველოს პარლამენტმა დღეს ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის პოსტი სწორედ გახარიამ, ზაფხულის საპროტესტო აქციების ანტიგმირმა დაიკავა. 

გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტი მისი წინამორბედის, მამუკა ბახტაძის კაბინეტისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. შეიცვალნენ მხოლოდ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

Sputnik საქართველო  განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრების დამსახურებებს გაგაცნობთ.

გიორგი გახარია 

ყოფილი ბიზნეს−ომბუდსმენი და მთავრობის მრჩეველი გიორგი გახარია პოლიტიკურ არენაზე 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც მაშინდელმა პრემიერ−მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტის განახლება დაიწყო. მაშინ გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ჩაბარდა.

ერთი წლის შემდეგ პრემიერმა კვირიკაშვილმა კვლავ ჩაატარა მინისტრების წმენდა და ძველი სახეების დიდი ნაწილი ჩამოაშორა თანამდებობებს, გიორგი გახარია კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

გახარიასთვის ეს რთული პერიოდი გამოდგა: მთავარი ძალოვანის პოსტზე მისი კარიერის დასაწყისში თბილისში სკოლის მოსწავლის გახმაურებული მკვლელობა მოხდა, რასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა.

2018 წლის მაისში თბილისი ახალგაზრდულმა პროტესტებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ღამის კლუბებში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკომოვაჭრეები დააკავა. მაშინ გახარიას, პოლიციის ქმედებების გამო, კლუბერების წინაშე ბოდიშის მოხდამ მოუწია.

ახლა თბილისში კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელსაც 21 ივნისს გამართული ანტირუსული აქციის სასტიკ დარბევაში ადანაშაულებენ. იმ ღამით აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშლის პროცესში დაშავდა 240 ადამიანი, რომელთაგან 80 პოლიციელი იყო.

გიორგი გახარიას მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება. ამასთან, მინისტრმა გაამკაცრა პოლიტიკა ქურდული სამყაროსა და ნარკომოვაჭრეების მიმართ, დაიწყო გზებზე უსაფრთხო მოძრაობის პრობლემების გადაჭრა და ასევე სტარტი აიღო კრიმინალური პოლიციის რეფორმამ. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაჩნდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი.

ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ვახტანგ გომელაური

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური დანიშნა, რომელიც წარსულში უკვე იყო შს მინისტრი 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე.

ამის შემდეგ გომელაურმა მუშაობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაგრძო. ოთხი წლის განმავლობაში მისმა უწყებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. სწორედ უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებით გახდა ცნობილი 2017 წელს, რომ ქვეყანაში ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა. მის დასაკავებლად სპეცოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც პანკისის ხეობაში ჩატაევის თანამოაზრეებიც დააკავეს.

გომელაურის უწყება ეფექტურად ებრძოდა კორუფციასაც. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს აღმოჩნდა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი ქრთამის აღებისთვის საპატიმროში.

ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის მინისტრი

© photo: Sputnikირაკლი ღარიბაშვილი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად ერთადერთი უწყებაა, რომელშიც ახალმა პრემიერმა ასევე ახალი მინისტრი დანიშნა. ეს ირაკლი ღარიბაშვილია, რაც ბევრისთვის სრული მოულოდნელობა გამოდგა.

ღარიბაშვილს მთავრობაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის პოლიტიკაში მაშინ მოვიდა, როდესაც ქვეყნის პრემიერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლდათ და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

2013 წლის ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა და ამ თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბრამდე დარჩა. მისი გადადგომა სრული მოულოდნელობა გამოდგა ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ღარიბაშვილის შესახებ მიმდინარე წლის იანვრამდე არაფერი ისმოდა, 2019 წლის დასაწყისში კი ის კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკას და მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა. მისი ამოცანა იყო ურთიერთობები დაელაგებინა იმათთან, ვისაც პარტიის პოლიტიკამ იმედები გაუცრუა.

თეა წულუკიანი — იუსტიციის მინისტრი

© photo: Sputnikთეა წულუკიანი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობის ყველაზე დამსახურებული მინისტრია. მისთვის გიორგი გახარია რიგით მეხუთე პრემიერია.

წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა 2012 წლიდან უკავია. 2018 წელს მისი უწყება კიდევ უფრო გაფართოვდა და ახლა პატიმრებისა და პრობაციონერების საქმეებითაც არის დაკავებული.

მინისტრობის ექვსი წლის განმავლობაში თეა წულუკიანმა უზარმაზარი სამუშაო გასწია. უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტრო არაერთ სააგენტოსა და უწყებას მოიცავს, რომლებიც ასევე წარმატებით ფუნქციონირებენ. მაგალითად, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის სააგენტო და სამოქალაქო რესსტრის სააგენტო.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც, სადაც უკვე მოიგო არაერთი საქმე.  

მაია ცქიტიშვილი — რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

© photo: Anaklia Port / FBმაია ცქიტიშვილი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი 2018 წლის მარტში დაიკავა.

მინისტრობის წელიწადნახევრის განმავლობაში მისმა უწყებამ ბევრი პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაა გვირაბის აგება საქართველოს სამხედრო გზის პრობლემურ მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასის, აღმოსავლეთი−დასავლეთის რემონტი და ახალი უბნების მშენებლობა.  

ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ცქიტიშვილის უწყებასთან ჰქონდათ, ეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესრულება იყო. თუმცა წელს ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო წარმატებით ართმევს თავს დასახულ ამოცანას.

ივანე მაჭავარიანი — ფინანსთა მინისტრი

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი საქართველოს მთავრობაში შედარებით ახალი პერსონაა, ფინანსთა სამინისტროს ის ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ჩაუდგა სათავეში.

კერძო სექტორიდან მთავრობაში მოსულმა მაჭავა რიანმა შეძლო შეემცირებინა ადმინისტრაციული ხარჯები  და ზუსტად გაეთვალა ქვეყნის ბიუჯეტი 2019 წლისთვის.

მინისტრი ახლა 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობს და მოსახლეობასთან ერთად მსჯელობს სამომავლო პრიორიტეტებზე.

მის კომპეტენციაში შედის საგამოძიებო და საგადასახადო სამსახურები, რომლებმაც წარმატებით წარმოაჩინეს თავი როგორც ურჩი გადამხედელების, ისე ფინანსური მაქინაციებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნათია თურნავა — ეკონომიკის მინისტრი

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBნათია თურნავა
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა

ნათია თურნავამ მინისტრის პორტფელი ოთხი თვის წინ ჩაიბარა, თუმცა მანამდე, 2000−2005 წლებში უკვე ფლობდა ამ თანამდებობას.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაბრუნებამდე თურნავა სახელმწიფო ორგანიზაცია „საქართველოს საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა, რომლის მთავარი ამოცანა — ეს ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის დახმარებაა.

ჩაუდგა რა ეკონომიკის სამინისტროს სათავეში, რომელიც ასევე არის დაკავებული ტურიზმის საკითხებით, თურნავა სერიოზულ გამოწვევას შეეჯახა. საქართველოს ტურისტული სფერო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები შეწყდა. ამ დროისათვის თურნავას უწყება ტურისტული ბიზნესისთვის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე მუშაობს.

დავით ზალკალიანი — საგარეო საქმეთა მინისტრი

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
დავით ზალკალიანი

გამოცდილი დიპლომატი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თითქმის წელიწადნახევარია, ხელმძღვანელობს. მანამდე ის, თითქმის ხუთნახევარი წლის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილე იყო და წარმოადგენდა საქართველოს ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებაზე — მათ შორის, ჟენევაშიც.

ზალკალიანი, რომელსაც დიპლომატიაში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს, მინისტრის პოსტზე საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოვებითაა დაკავებული და აქტიურად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე.

ლევან დავითაშვილი — სოფლის მეურნეობის მინისტრი

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლევან დავითაშვილი 2016 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში. ამ ხნის განმავლობაში საკუთარ უწყებაში მან არაერთი რეფორმა განახორციელა და სიახლეებიც დანერგა.

სწორედ მისი მინისტრობის დროს გაერთიანდა ერთ სტრუქტურად ფერმერთა დახმარების სერვისები, აქტიურად დაიწყო განვითარება მეცხოველეობამ, აღორძინების პროცესშია ჩაის წარმოება, შენდება ხილის ახალი ბაღები და აქტიურად ჩნდება კოოპერატივები.

გარდა ამისა, 2018 წლიდან უწყება გარემოს დაცვაზეც  ზრუნავს. სწორედ დავითაშვილის თანამდებობაზე ყოფნისას დაარსდა იშვიათი ჯიშის ფრინველებისა და ცხოველების სანაშენეები.

მიხეილ ბატიაშვილი — განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

© FB / Ministry of Education, Science, Culture and Sportმიხეილ ბატიაშვილი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პორტფელი წლინახევრის წინ ჩაიბარა. სწორედ მის დროს გაერთიანდა ერთ უწყებად სამი სამინისტრო — განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები.

მიხეილ ბატიაშვილი გახდა განათლების სფეროში რეფორმების ახალი ტალღის ფუძემდებელი. მის დროს გაუქმდა საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები, რამაც ერთობ გაახარა მოსწავლეები.

მიხეილ ბატიაშვილი განაგრძობს დაწყებულ რეფორმას და კიდევ ბევრ სიახლეს გვპირდება სფეროში უახლოესი ორი წლის განმავლობაში.

ეკატერინე ტიკარაძე

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე სამი თვის წინ დაინიშნა.

საჩხერელმა ექიმმა თანამდებობაზე მინისტრი დავით სერგეენკო ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას თითქმის 6,5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ტიკარაძის პოსტზე დანიშვნიდან ძალიან ცოტა დროა გასული, თუმცა მინისტრი უკვე არაერთ სიახლეს გვპირდება უწყებაში.

ქეთევან ციხელაშვილი

© photo: courtesy of Ministry of Conciliation of Georgiaქეთევან ციხელაშვილი
ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე - Sputnik საქართველო
ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016 წელს გახდა.

მინისტრი აქტიურად ეხმარება საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას ყველა იმ სერვისისა და სიკეთის მიღებაში, რასაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს. გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილი დაკავებულია ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საკითხებითაც.

ყველა ახალი ამბავი
0