ზურაბიშვილი: ჟენევის დისკუსიებს ახალი ძალა სჭირდება

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მინისტრების დონეზე უნდა ჩატარდეს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიები განახლებას საჭიროებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საერთაშორისო დისკუსიები ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

„ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია – პოლიტიკური ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონფლიქტური საკითხების მშვიდობიანი მოგვარება არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გამოცოცხლდეს

უფრო ადრე ჟენევის მოლაპარაკებების გამოცოცხლებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ამაღლდეს „პოლიტიკური მონაწილეობის დონე".

ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს თავისი თავი არ ამოუწურავს, აუცილებელია მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, ხოლო შემდეგ ახალი ფორმატის შესახებ ფიქრი.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმართება. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის დელეგაციები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეთა წარმომადგენლები, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეები. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ივლისის დასაწყისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0