მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს

გამოწერა
მამუკა ბახტაძემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავისი facebook-გვერდის მეშვეობით განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე", – დაწერა ბახტაძემ თავის განცხადებაში.

მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
პოლიტიკური „შური-მური“ და ეკონომიკის პერსპექტივა...

მისი განცხადებით, საქართველოს ახლა სრული კონსოლიდაცია სჭირდება.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა", – აღნიშნა ბახტაძემ.

ქართულ მედიაში ვარაუდობენ, რომ პრემიერი შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ბახტაძე საქართველოს მთავრობას სათავეში 2018 წლის ივნისში ჩაუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0