21:09 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
ქიბარ ხალვაში

ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყიდის

photo: courtesy of Giorgi Margvelahvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)
191 0 0

ხალვაშის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მწვავე ფინანსური მდგომარეობაა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რეიტინგული ტელევიზია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ხალვაშმა დღეს გაავრცელა.

ხალვაშის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მწვავე ფინანსური მდგომარეობაა.  გარდა ამისა, ერთადერთი, ვისათანაც  აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

„გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია ახალი რეალობის წინაშე 18 ივლისიდან  დადგა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ხალვაშმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ დღესვე გაანთავისუფლა თანამდებობიდან და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

ხალვაშის განმარტებით, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70 მლნ ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 მლნ ლარს შეადგენს“, - აცხადებს ტელეკომპანიის ახალი მფლობელი.

ამასთან, პოლიტიკური მანიპულაციებისგან თავის აცილების მიზნით, ხალვაში მზადაა მხოლოდ იმ პირებთან ისაუბროს, რომლებიც წარმოადგენენ  საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს -  სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1 მლნ აშშ დოლარს ჩარიცხავენ.

„იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლემები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები“, - აღნიშნა ხალვაშმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანიას  პრაქტიკულად ყველას დონეზე ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ამასთან, ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც  ტელეკომპანიის ირგვლივ დავა დაიწყო.

„ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილ ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა", ნათქვამია განცხადებაში.

1994 წელს დაარსებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 2015 წელს „რუსთავი 2"-ზე პრეტენზია განაცხადა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა. ბიზნესმენის განცხადებით, მას ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულეს. საბოლოოდ, ბიზნესმენმა რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შედეგად, მოიგო საქმე, რომელიც ერთ-ერთ- რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის სააგენტომ 18 ივლისს დააკმაყოფილა ბიზნესმენ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმების შესახებ. 

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)

მთავარი თემები