ნიკა გვარამიას ბრალს წარუდგენენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. რეიტინგული ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკა გვარამია

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა", - აღნიშნა  გუბელაძემ.

გვარამია დღეს საქართველოს პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

„რუსთავი 2“-ის საქმე

პროკურატურის გამომძიებლებმა  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების,  თანხების უკანონოდ მითვისებისა და ქონების დამალვის საქმის გამოძიების ფარგლებში დაასრულეს მუშაობა კომპანია „ინტერ მედიას“ ოფისში, რომელიც მისი დამქირავებელი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შენობაში მდებარეობს, ამოიღეს საფინანსო დოკუმენტაცია და სეიფი.

 Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
„რუსთავი2“-ის შენობიდან გამომძიებლებმა საფინანსო დოკუმენტაცია და სეიფი ამოიღეს

აღნიშნული საქმის ფარგლებშიგამოკთხულია  ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ იაშვილი, ასევე „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. გვარამიამ აღძრულ საქმეს აბსურდული უწოდა, ხელისუფლება „რუსთავი2“-ის მიტაცების და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორების მცდელობაში დაადანაშაულა. ასევე მან ტელეკომპანიის ამჟამინდელ გენერალურ დირექტორს შეურაცხყოფა მიაყენა.

სალია „რუსთავი2“-ის საფინანსო დოკუმენტაციას უკვე გაეცნო და ის აცხადებს, რომ სიტუაცია სავალალოა, რადგან თანხა ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასის გასასტუმრებლად არ არის საკმარისი.
როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ფულის მითვისების საქმეს სალიაც განცხადება ერთვის.

ყველა ახალი ამბავი
0