ვინ არის ნიკა გვარამია

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა გვარამია ბოლო დრომდე ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იყო.

ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია მეტად მრავალმხრივი და ეპატაჟური პიროვნებაა.

გვარამია პროფესიით იურისტია. მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მთავრობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ყველაზე მეტად თავი ოპოზიციური რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დაამახსოვრა.

1988 წელს გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი დაამთავრა.

2000-2003 წლებში მუშაობდა საადვოკატო კომპანიაში „სანდო".

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს

2003 წელს, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საპარლამენტო არჩევნების შედეგად გვარამია პარლამენტის დეპუტატი გახდა.

2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, 2008 წლის იანვარში კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდა.

2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრამდე გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. აღნიშნული პოსტის დატოვების მიზეზად მაშინ გვარამიას უცხოეთში სასწავლებლად წასვლა დასახელდა.

2012 წლის ნოემბერში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გახდა.

იმავე წლის დეკემბერში გვარამია ფინანსური მაქინაციებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ენერგეტიკის ექს-მინისტი ალეკო ხეთაგური, ეკონომიკის ექს-მინისტრი კახა დამენია და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დევი კანდელაკი. გვარამია მალე გაათავისუფლეს, რადგან მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

გვარამია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას ორჯერ ჩამოსცილდა – 2015 წლის ნოემბერში ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და 2019 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც მფლობელების ცვლილების შესახებ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

18 ივლისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს (60%) და მის კომპანია „პანორამას" (40%) ეკუთვნის. სწორედ ხალვაშის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა თანამდებობა გვარამიამ.

ამ ეტაპზე გვარამია „რუსთავი 2"-ის უკვე ყოფილ მფლობელებთან ერთად ამზადებს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში შესატანად სარჩელს და ასევე ახალი ტელევიზიის გახსნას გეგმავს. მან მომხრეებს ახალი ტელევიზიის შექმნაში ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0