18:26 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
პოლიცია ტეხასში სროლის ადგილას

მამუკა ბახტაძე ამერიკელ ხალხს ტეხასში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

© photo: AFP 2019 / JOEL ANGEL JUAREZ
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (51)
6710

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ზე ტეხასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტეხასში, ქალაქ ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მთავრობის მეთაური მწუხარებას Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოთქვამს.

„თანავუგრძნობ მსხვერპლთა მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს. ქართველი ხალხი სოლიდარულია ამერიკელებისადმი გლოვის ამ მძიმე წუთებში”, - ნათქვამია მამუკა ბახტაძის სამძიმარში.

ტეხასის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-პასოში მდებარე სუპერმარკეტ Walmart−ში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 20 და დაიჭრა 26 ადამიანი. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ეს არის 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსი. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოური „შემოსევისგან“.

სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი >>

ტეხასში მასობრივი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე მიმდინარეობს.

აღნიშნული სუპერმარკეტი ამერიკა−მექსიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. მისი კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს მექსიკელები შეადგენენ, რომლებიც ელ−პასოში საყიდლებზე სპეციალურად ჩადიან.

 

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (51)

მთავარი თემები