უფლებადამცველი: ზოგადი არგუმენტებით პატიმრობის მისჯა დაუშვებელია

© Sputnik / STRINGERაქციის დაშლა
აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აქციის ყველა მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს წინაწარი პატიმრობიდან, განაცხადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა გიორგი გოგიამ.

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა>>>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

აქციის დარბევა - Sputnik საქართველო
არეულობა თბილისში: დაკავებული აქციის ორი მონაწილიდან  ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილია

როგორც გიორგი გოგია აღნიშნავს, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ან მოწმეებზე ზემოქმედების არგუმენტი ვერ ჩაითვლება წინასწარი პატიმრობის დასაბუთებად, თუ ისინი ბრალდებამ კონკრეტული გარემოებებით არ გაამყარა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ზომაა და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული“, – ნათქვამია უფლებადამცველის  Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გოგიას სიტყვებით, დაუშვებელია სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი მცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმალვა, არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალური გარემოებებით არაა გამყარებული.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
არეულობა თბილისში: დაკავებულია  აქციის  კიდევ ორი მონაწილე

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი.

ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ თავდაცვის ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის დეპუტატს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას – მათ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 25 ივლისს დააკავეს. სასამართლომ კი 27 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას საქართველოს პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 26 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მელიას გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და რიგი შეზღუდვები დაუწესეს.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0