არეულობა თბილისში: დაკავებული აქციის ორი მონაწილიდან  ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილია

© Sputnik / STRINGERაქციის დარბევა
აქციის დარბევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს დაკავებულებს თბილისის ცენტრში არეულობის დროს პოლიციელებზე ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 20-21 ივნისის საქმეზე დღეს დაკავებულ ორ ადამიანს შორის, ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი მორის მაჩალიკაშვილია.

არეულობა თბილისში: დაკავებულია  აქციის  კიდევ ორი მონაწილე>>>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც პოლიცია ორი საათის განმავლობაში მომიტინგეებს იგერიებდა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

„ამ წუთას შემატყობინეს ჩემი ალალი ძმისშვილი რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული ედავებიან 225–ე მუხლის მეორე ნაწილს, ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა", - დაწერა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა Facebook-გვერდზე.

თემირლან მაჩალიკაშვილი თავისა და მხარის არეში სასიკვდილოდ 2017 წლის 26 დეკემბერს ტერორისტ აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავა. 

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ, 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში.

ამ დღეებში პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, მათგან ოთხი არეულობაში მონაწილეობის, ხოლო ერთი – თავდაცვის ექს–მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით.

ყველა ახალი ამბავი
0