კარავი მაინც დაიდგა: მაჩალიკაშვილი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა

© Sputnik / Alex Shlamovმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაეხმარნენ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. პანკისის ხეობის მცხოვრებმა, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მიუხედავად პოლიციის აკრძალვისა, გუშინ, საღამოს პარლამენტის წინ მაინც დადგა კარავი.

მიზეზი, რის გამოც მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის ნებას არ აძლევენ>>

მაჩალიკაშვილს კარვის დადგმაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაეხმარნენ. საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ყოველდღე იმართება რუსთაველის გამზირზე.

წელიწადზე მეტია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისი ვაჟის მკვლელობის საქმის სათანადო გამოძიების მოთხოვნით მართავს. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავი გაშლილი ჰქონდა პარლამენტის წინ, მაგრამ 20-21 ივნისის შემდეგ, როდესაც პოლიციამ არეულობაში გადაზრდილი აქცია დაშალა, მისი კარავი აიღეს. ახლა მან ახალი კარავი იყიდა.

Малхаз Мачаликашвили - Sputnik საქართველო
დააკავებენ თუ არა მაჩალიკაშვილს: საზოგადოების რეაქცია სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კიდევ ერთი კარვის დადგმას აპირებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ სპეცრაზმმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ ეჭვმიტანილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ახალგაზრდას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნიდა, მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთის კლინიკაში გადაყვანამდე, 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

სპეცოპერაცია პანკისში - საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის საკითხი ჩააგდო>>

ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო, მას ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონდა, ხოლო სპეცოპერაციის დროს, როდესაც მას ესროლეს, თემირლანს ეძინა, ხელში კი სროლისას არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ჰქონდა.

ტერორიზმთან ბრძოლა

რაც შეეხება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, მათ თბილისში აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია უძღოდა წინ. სპეცოპერაცია თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა – 2017 წლის 21-22 ნოემბერს. ეჭვმიტანილები თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტნენ და სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩატაევმა თავი აიფეთქა, დანარჩენები კი სპეცრაზმმა დახოცა. კიდევ ერთი თანამოაზრე სპეცოპერაციის დასაწყისშივე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ტერორიზმის საქმე - ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს შოაიპ ბორზიევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა საცხოვრებელი ბინა, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ, და მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმში შავაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სუს-მა ჩატაევისთვის საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისას დახმარების გაწევაში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენა–დაკავების ოპერაცია დაიწყო. შედეგად, პანკისის ხეობაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა>>

2018 წლის იანვარში თბილისსა და ახმეტაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს – ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივლისში დამნაშავედ ცნო ყველა პირი, გარდა გორნიკაშვილისა და ჩოფანაშვილისა. მათი საქმე ცალკე იხილება.

ყველა ახალი ამბავი
0