04:00 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ ზურაბიშვილის კომპეტენციები და ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმე

photo : Sputnik / Aram Nersesyan
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
90 0 0

ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობდა, სადაც საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთი უმსხვილი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.

ვტოვებთ თანამდებობებს, ვიდრე არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი – მამუკა ხაზარაძე>>>

საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობდა, სადაც საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება.

„მესმის, რომ ოპოზიცია ან არასამთავრობო სექტორი თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, სანამ პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული. ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა", – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოზე ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის თაობაზე იშუამდგომლებს.

სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში აღიძრა, განცხადება კი ამის შესახებ პროკურატურამ 2019 წლის იანვარში გააკეთა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ხაზარაძე ეჭვმიტანილი იყო, საქართველოს ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად მან „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების თანახმად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის" მფლობელი კომპანიის – TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიც დატოვეს. აღნიშნული კომპანია „თიბისი ბანკის" 100%-ის მფლობელია.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ზარალია, რომელიც ბანკის აქციონერებს ბოლო 6 თვის განმალობაში მიადგათ. ამიტომ ვიდრე არ დასრულდება მათ მიმართ პროკურატურის მიერ წამოწყებული პროცესი, თანამდებობებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს დაფუძნდა. ხაზარაძეს ეკუთვნის ასევე კომპანია TBC Holding-ი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" შედის. კონსორციუმი საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

ივლისის დასაწყისში ხაზარაძემ განაცხადა, რომ შემოდგომაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავდა, რათა გაეერთიანებინა „ჯანსაღი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოება". ეს ინიციატივა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც ხაზარაძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გეგმა.

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები