თურქეთში 6 ათასზე მეტი არალეგალი დააკავეს: არიან თუ არა მათ შორის ქართველები?

© AFP 2024 / OZAN KOSEთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქი სამართალდამცველები სტამბულში მასობრივ რეიდებს 12 ივლისიდან ატარებდნენ.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სტამბულში საქართველოს საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია არ შესულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს რამდენი მოქალაქე გამოაძევეს გერმანიიდან>>

თურქეთის მასმედიის მონაცემებით, ორ კვირაში სტამბულში 6 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. მათ შორის დაახლოებით 2,7 ათასი ავღანელია, 1,6 ათასი – პაკისტანელი, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ისინი არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში მოათავსეს და მოგვიანებით დეპორტირებული იქნებიან სამშობლოში.

„სტამბულში დაკავებულ უცხოელებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – ამ დროისთვის ჩვენ დიპლომატიურ უწყებაში ჩვენი თანამემამულეების დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა", – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჩემოდანი ტურისტის ხელში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია - მონაცემები ქვეყნების მიხედვით

თურქეთი საქართველოდან შრომითი მიგრანტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. იქიდან ყველაზე ხშირად აძევებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არღვევდნენ ქვეყანაში ყოფნის ვადებს ან არალეგალურად იყვნენ დასაქმებული. 2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქეთიდან დეპორტირებული იყო საქართველოს 265 მოქალაქე. შემდეგ მოდიან ისრაელი – 241 მოქალაქე და გერმანია – 129.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბულში დაახლოებით 1,7 მილიონი უცხოელი მოქალაქეა რეგისტრირებული, მათ შორის, სირიის 547 ათასი მოქალაქე, რომლებსაც აქვთ სტატუსი „დროებითი დაცვა". ამ სტატუსის მქონეთა დეპორტაცია არ მოხდება.

სოილუმ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ბანაკებში დაახლოებით 100 ათასი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0