საქართველოს რამდენი მოქალაქე გამოაძევეს გერმანიიდან

© photo: Sputnik / Savelyev Vitaliy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან დეპორტირებულთა საერთო რაოდენობა შემცირდა

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2019 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გერმანიიდან საქართველოში 352 ადამიანის დეპორტაცია მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გერმანულ გამოცემა Funke-ზე დაყრდნობით.

გამოცემის მონაცემებით, გერმანიის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანობაში 5 613 მიგრანტის დეპორტაცია განახორციელა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დეპორტირებულთა რაოდენობა 6 235 იყო. გასულ წელს კი დეპორტირებულთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 24 ათასი ადამიანი შეადგინა.

ჩემოდანი ტურისტის ხელში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია - მონაცემები ქვეყნების მიხედვით

თავშესაფრის მთხოვნელთა ყველაზე დიდი რაოდენობის დეპორტაცია მოხდა იტალიაში (600 ადამიანი), ალბანეთში (389) და საქართველოში (352). დაახლოებით კიდევ 400 ადამიანი მაღრიბის ქვეყნებში გააგზავნეს.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების (BAMF) ცნობით, 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით გერმანიას თავშესაფრის თხოვნით 59,8 ათასმა ადამიანმა მიმართა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 63,9 ათასი განცხადება შევიდა. წელს განცხადებების დიდი რაოდენობა სირიიდან, ნიგერიიდან და ერაყიდან იყო.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 955 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0