19:56 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
Сенаки военные учения Минобороны Грузии

საქართველოში მორიგი სამხედრო სწავლება იწყება

photo : Ministry of Defence of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (54)
82 0 0

შარშანდელ სწავლებასთან შედარებით როგორც სამხედრო მოსამსახურეთა, ისე სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.

თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit 2019) საქართველოში 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

Agile Spirit 2019 ერთდროულად სამ ლოკაციაზე გაიმართება – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ >>

„ეს სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით. კერძოდ, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა, ისე სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სწავლების ერთ-ერთ ეტაპს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. 2018 წლის სექტემბერში წვრთნებში საქართველოს გარდა 9 ქვეყანა მონაწილეობდა.

სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

„მტკიცე სული“ 2011 წლიდან იმართება და აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი კომპონენტია. წვრთნების ფარგლებში ქართველი სამხედროები ემზადებიან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად.

წვრთნების მიზანია ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების დაგეგმვა და ჩატარება კრიზისებზე რეაგირებისთვის მზადყოფნისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივი ოპერაციების შესრულების მიზნით.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (54)

მთავარი თემები