23:20 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი

ბათუმში მასშტაბური ფორუმი დასრულდა

© facebook.com/mfageorgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში შემაჯამებელი სესიით დაიხურა.

ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმს სტუმრობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, შვედეთის, ბულგარეთის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსიდან, მოლდოვადან და სხვა ქვეყნებიდან. 

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად შემაჯამებელი სიტყვით დახურა.

მინისტრის თქმით, ბოლო ორი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებასთან დაკავშირებით იდეების გაცვლის კუთხით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს ხედვას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 წლის შემდეგ, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ასახული კონფერენციის ფარგლებში გაჟღერებული იდეები და ინიციატივები.

 

 

 

მთავარი თემები