ბათუმში მასშტაბური ფორუმი დასრულდა

© facebook.com/mfageorgiaაღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში შემაჯამებელი სესიით დაიხურა.

ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმს სტუმრობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, შვედეთის, ბულგარეთის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსიდან, მოლდოვადან და სხვა ქვეყნებიდან. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ტუსკი და საქართველოს პირველი პირები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენციაზე

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად შემაჯამებელი სიტყვით დახურა.

მინისტრის თქმით, ბოლო ორი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებასთან დაკავშირებით იდეების გაცვლის კუთხით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს ხედვას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 წლის შემდეგ, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ასახული კონფერენციის ფარგლებში გაჟღერებული იდეები და ინიციატივები.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0