ზურაბიშვილი: საქართველო რუს ტურისტებს კვლავ ჩვეული სტუმართმოყვარეობით იღებს

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობას რუსი ტურისტების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს, აღნიშნა პრეზიდენტმა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველო რუსი ტურისტების მიღებას მისთვის ჩვეული სტუმართმოყვარეობით განაგრძობს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ალავერდაშვილი: რუსი ტურისტები აღარ გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, ჯავშანს აუქმებენ>>

თბილისში ანტისაოკუპაციო აქციების ფონზე რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა, ხოლო რუსმა ტუროპერატორებმა შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დაარტყამს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში რუსი ტურისტები რაოდენობის მხრივ ლიდერობენ.

„საქართველო არის მშვიდობიანი ერი... იგი აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას და ეს ხდება 2008 წლის ომის მიუხედავად", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან დასძინა, რომ საქართველო ტერიტორიულ პრობლემებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტს.

„აეროფლოტის“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას და უვიზო რეჟიმს, თუ... წყარო პირობებს ასახელებს

„დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური, ყველაფრის მიუხედავად, და ევროპული – აი, ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. აქცია არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მაშინ მკვეთრი განცხადებებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რუსეთს „მტერი“ და „ოკუპანტი" უწოდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0