08:50 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
მამუკა ბახტაძე

ტუსკი და საქართველოს პირველი პირები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენციაზე

© photo: Mamuka Bakhtadze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (72)
50 0 0

ევროპის საბჭოს მეთაურმა თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე საქართველოს მიღწევებს მაღალი შეფასება მისცა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

ამბიციური პროექტი – თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა გაიხსნა>>>

ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმს ეწვივნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, შვედეთის, ბულგარეთის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსიდან, მოლდოვადან და სხვა ქვეყნებიდან.

რუსეთი სიფრთხილით ეკიდება „აღმოსავლეთ პარტნიორობას". როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, „ეს არცთუ ისე უწყინარი საკითხია". მისი სიტყვებით, ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ამ პროგრამაში შედის, ცდილობს ანტირუსული მიზნებისთვის მის გამოყენებას. პროგრამის წესდების მიხედვით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანია ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა" გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა, ათწლეულის განმავლობაში სერიოზული წარმატების ისტორიაც აქვს. წარმატებებს შორის ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველო, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა", – განაცხადა ბახტაძემ კონფერენციის გახსნაზე.

მისი სიტყვებით, საქართველოს ევროპისთვის, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილებების გარდა, ბევრი აქვს შესათავაზებელი.

„საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებით… ძვირფასო მეგობრებო, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელ ევროპაში და საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის საბჭოს მეთაურმა, თავის მხრივ, ქართველებს უდიდესი ერი უწოდა.

„როცა მე ვამბობ სიტყვა საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს იმიტომ, რომ თქვენ, ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ: არ მისცეთ არვის უფლება, რომ დაგყოთ, იყავით ერთიანი", – განაცხადა ტუსკმა.

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (72)

მთავარი თემები