მომიტინგეები პარლამენტის წინ დაიშალნენ – რას ველოდოთ საღამოს

© Sputnik / Vladimir Umikashviliვითარება აქციის შემდეგ პარლამენტის წინ
ვითარება აქციის შემდეგ პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს განახლდება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ორივე საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელიც საქართველოს პარლამენტთან გუშინ დაიწყო, მხოლოდ დილით დაიშალნენ, მაგრამ როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი კვლავ შეიკრიბებიან.

აქციები რუსთაველზე გრძელდება: დილა დაძაბული ღამის შემდეგ>>

ერთი აქციის მონაწილეები გამოდიოდნენ ანტირუსული ლოზუნგებით და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, ხოლო მეორე აქციაზე – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გადახედვასა და გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას. ისინი შეიკრიბნენ, რათა ლგბტ–საზოგადოების დამცველთა მიერ დაანონსებული მარშის ჩატარება არ დაუშვან. თუმცა გახარიას მოწინააღმდეგეებმა ეს აღიქვეს, როგორც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია. ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით პოლიცია ბოლო წუთამდე აქციებს შორის იდგა.

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია 8 ივლისს
მომიტინგეები პარლამენტის წინ დაიშალნენ – რას ველოდოთ საღამოს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია 8 ივლისს

ამჟამად პარლამენტის წინ კარვებში ორი მოშიმშილე ადამიანი რჩება. შიმშილობის აქცია თითქმის ორი კვირის წინ დაიწყო. ისინი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურად იმართება.

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გახარიას გადადგომას მოთხოვენ, პირობა დადეს, რომ დღეს, 19:00 საათზე კვლავ პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. პარლამენტის წინ მათ შეკრება მხოლოდ გუშინ ვერ შეძლეს, რადგან ადგილი მანამდე ტრადიციული ფასეულობების მომხრეებმა დაიკავეს.

ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდის მოწინააღმდეგეებმა პირობა დადეს, რომ საკუთარ გეგმებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

„ვნახოთ. ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. დღეს ვითათბირებთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით... შეკრება კონსტიტუციური უფლებაა, როგორც ღია ცის ქვეშ, ისე დახურულ შენობაში. ჩვენ ნებისმიერ სცენარს განვიხილავთ. კონტრაქციიდან დაწყებული საკუთარი ინიციატივით დასრულებული", – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პირველი არხის ეთერში.

საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში გადაიზარდა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან. დაშლა. - Sputnik საქართველო
თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა

არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, დააკავეს 300-ზე მეტი. თბილისში გაკეთებული ანტირუსული განცხადებების პასუხად რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. საპროტესტო აქცია მესამე კვირაა გრძელდება.

მომიტინგეების მოთხოვნებიდან სამი დაკმაყოფილდა: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და გათავისუფლებულია აქციაზე დაკავებული თითქმის ყველა ადამიანი. დარჩა მხოლოდ ერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. გახარიას განცხადებით, პოლიცია იმ ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და მან ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთა. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.

დაძაბულობა კვლავ გამწვავდა კვირა საღამოს – ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს.

პუტინის გინება პირდაპირ ეთერში: რა ელოდება გაბუნიას ქართული კანონმდებლობით>>

მომხდარი დაგმეს საქართველოს პირველმა პირებმა და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ", ასევე საზოგადოების ნაწილმა. ტელეკომპანიის შენობასთან მაშინვე დაიწყო სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც ორშაბათსაც გაგრძელდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „რუსთავი2“-ის ეთერის გამო მედიისადმი ნდობა შეიძლება დაიკარგოს>>

ბოლო დროის მოვლენებზე პასუხად მოსკოვმა 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში ფრენები აკრძალა. ამას გარდა, სამშაბათს სახელმწიფო სათათბირო საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის შეტანის, ასევე ფულადი გადარიცხვების აკრძალვის საკითხებს განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0