08:13 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე

ჟურნალისტის საქციელი კერძო არხის დახურვის მოთხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს – კახა კალაძე

© photo: Georgian Dream / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)
11410

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლების მიღწევაა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ჟურნალისტის საქციელი კერძო არხის დახურვის მოთხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს, აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია Rusatvi 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამაყობს იმით, რაც 2012 წლიდან საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს და ფიქრობს, რომ ეს პროვოკაცია სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

„ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას. ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა, ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას“, – აცხადებს კახა კალაძე.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)

მთავარი თემები