08:13 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ აირჩიეს

Sputnik, Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

გიგი წერეთელმა ასამბლეის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ლუქსემბურგში ჩატარებული სამუშაოს მნიშვნელობას.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიგი წერეთელი ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა აირჩია, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გიგი წერეთელი უფლებამოსილების აღსრულებას 2017 წლის 9 ნოემბერს შეუდგა და ის პირველი ქართველი გახდა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ჩაუდგა სათავეში. მან თანამდებობაზე ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინ მუტონენი შეცვალა. მანამდე წერეთელს ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.

არჩევის შემდეგ წერეთელმა ასამბლეის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ლუქსემბურგში გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ეს ჩვენი მოვალეობაა – რეაგირება მოვახდინოთ ადამიანების მოთხოვნებზე. ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, იქნება კონფლიქტების მოგვარება, ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება თუ სხვა საკითხები", – განაცხადა წერეთელმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამდივნოს და ლუქსემბურგის მიმღებ მხარეებს – დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და დიდ საჰერცოგოს ლუქსემბურგში მუშაობის შესაძლებლობისთვის.

გასულ წელს წერეთლის კანდიდატურა ერთადერთი იყო. წელს კი აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა დორის ბარნეტმა. თუმცა, ხმების უმრავლესობით წერეთელმა გაიმარჯვა.

მოადგილეებად აირჩიეს პორტუგალიის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის დეპუტატები: ნილზა დე სენა, ვიქტორ პაულ დობრე და აზაი გულიევი. მათი უფლებამოსილება სამ წელზე, 2022 წლის ყოველწლიური სესიის დასრულებამდეა გათვლილი.

 

მთავარი თემები