საქართველოს ეუთოს თავმჯდომარე ეწვევა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება, მიაჩნიათ საგარეო საქმეთა სამინისტროში

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10-11 თებერვალს ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი, იუწყება ტელეარხი Imedi საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია

ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს თავმჯდომარე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები საქართველოს და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საქართველო ორგანიზაციის  პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0