საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის დროს
რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის, რუსეთიდან, არანაირი საფრთხე არ შექმნიათ, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო უწყებები მთლიანად უზრუნველყოფენ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყანაში, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ კვირაში საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თბილისის ცენტრში მომიტინგეები მართლმადიდებლობის პარლამეტთაშორისი ასამბლეის სესიაში რუსეთის დელეგატების მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საპროტესტო აქცია 20 ივნისს ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. დააკავეს 300–ზე მეტი ადამიანი.

„როსია 24-ის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ>>

„თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში. საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ რუსი ჟურნალისტების მონაწილეობით შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოიება.

მოსკოვის ხედი - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს

რუსული მედიის მონაცემებით, თბილისში Россия 24–ის გადამღები ჯგუფის წევრების ცემას შეეცადნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სტანისლავ ბერნვალდი ტურისტული სააგენტოს მფლობელისგან ინტერვიუს იღებდა. მასთან რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა. მათ დაიწყეს ნაციონალური ლოზუნგების ყვირილი და არხის კორესპონდენტისა და ოპრატორის ცემას შეეცადნენ.

ყველაფერი ტურისტული სააგენტოს მფლობელის ქმრის წყალობით მოგვარდა. მან ჟურნალისტები დაიცვა და თავდამსხმელები გაიქცნენ.

საქართველოს შსს რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს იძიებს>>

შსს–მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ და „ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა“, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0