თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსული ტელეარხის, „როსია 24-ის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ.
Вести.Ru-ს ინფორმაციით, სტანისლავ ბერნვალდი ინტერვიუს იღებდა ტურისტული სააგენტოს მფლობელებისგან, რა დროსაც მათ რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა. მათ არხის კორესპონდენტისა და ოპერატორის ცემა სცადეს.
ჟურნალისტებს ტურისტული სააგენტოს მეპატრონის ქმარი გამოექომაგა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.