მარგველაშვილი: მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, გაემიჯნონ ამ ძალადობას

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან მივიდა და მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა.

მარგველაშვილმა აქციის დროს დაშავებული მოქალაქებიის გამო მწუხარება გამოთქვა.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტებზე ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს შეისწავლის

"მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს "ქართული ოცნებიდან", გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია", -განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე.

„როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს გაუვათ მივიღოთ მათი რეალობა", -განაცხადა მარგველაშვილმა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
„ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას, რამდენიმე მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0