მედია: ირაკლი კობახიძე თანამდებობას დატოვებს

© photo: Irakli Kobakhidze / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს საათებში გახმოვანდება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისში მომხდარი მოვლენების გამო აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო NEWS GEORGIA.

ტოვებენ თუ არა უცხოეთში საქართველოს ელჩები თანამდებობებს პარლამენტში მოვლენების გამო >>

როგორც საინფორმაციო სააგენტო 2020NEWS-ი მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თბილისში დაბრუნებისთანავე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. წყაროს ინფორმაციით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს საათებში გახმოვანდება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ ქართულ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

მოგვიანებით მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მოხდა „პროტოკოლის შეცდომა“ და შეწყვიტა ფორუმი, რომელშიც 25 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა.

რაც შეეხება თბილისის ცენტრში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს, პარლამენტის შენობა გარშემორტყმულია პოლიციის მიერ, შენობაში არავის არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა პარალიზებულია. სხდომათა დარბაზში ამჟამად იმყოფებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მომხრეებთან ერთად, რომლებიც აცხადებენ, რომ არ დაიძრებიან ადგილიდან, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას არ დატოვებს.

პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს >>

პარლამენტის შენობასთან მიტინგს ატარებენ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები - რამდენიმე ასეული ადამიანი. ადრე კი ზოგიერთი მომიტინგე გაემართა სასტუმრო „რედისონისკენ“, სადაც იყო დაბინავებული გავრილოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები და მათ კვერცხები დაუშინეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0