ტოვებენ თუ არა უცხოეთში საქართველოს ელჩები თანამდებობებს პარლამენტში მოვლენების გამო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწოდა დეზინფორმაცია იმას, რომ უცხოეთში ქართული დიპლომატიური მისების ხელმძღვანელები თანამდებობებს ტოვებენ

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს უცხოეთში საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ პარლამენტში მომხდარი სკანდალის გამო, რომელიც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის ჩატარებისას მოხდა.

პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს >>

აჟიოტაჟი პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში იხილა. შედეგად ღონისძიება, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, ჩაიშალა და საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყიდა სამშობლო, რადგან ქვეყანაში შემოუშვეს და პარლამენტში საპატიო ადგილი დაუთმეს ადამიანს, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებები აქვს გაკეთებული და ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები, პროტესტის ნიშნად, ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად პარლამენტის შენობა თბილისში გარშემორტყმულია პოლიციის მიერ, შენობაში არავის არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა პარალიზებულია. სხდომათა დარბაზში ამჟამად იმყოფებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მომხრეებთან ერთად, რომლებიც აცხადებენ, რომ არ დაიძრებიან ადგილიდან, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას არ დატოვებს.

გარდა ამისა, პარლამენტის შენობასთან მიტინგს ატარებენ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები - რამდენიმე ასეული ადამიანი. ზოგიერთი მომიტინგე გაემართა სასტუმრო „რედისონისკენ“, სადაც იყო დაბინავებული გავრილოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები და მათ კვერცხები დაუშინეს.

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია თბილისში
ტოვებენ თუ არა უცხოეთში საქართველოს ელჩები თანამდებობებს პარლამენტში მოვლენების გამო - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია თბილისში

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა გავრილოვმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში პარლამენტში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„სამწუხაროდ, რადიკალების ჯგუფის მოქმედებების გამო, რომლებიც ცრუ ამბებს ავრცელებენ, პარლამენტში ღონისძიება ჩაიშალა. მაგრამ ჩვენ მოვძებნით ადგილს, რომ ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი სხდომა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის საბაბი გახდა ცრუ ინფორმაცია. აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია“, - განაცხადა მან.

გავრილოვი მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0