06:48 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
კახა კალაძე

კახა კალაძე: ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ ქართულ საზოგადოებას

© photo: Tbilisi City Hall / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
106 0 0

„ქართულ ოცნებაში“ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს და ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება, ორგანიზატორებს კი აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა,  განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძემ პარლამენტში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის გამოსვლას აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება.

„დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა“, - განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე საათის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩააგდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის მაგიდასთან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაინახეს.

გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან აღმოჩნდა, რადგან მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტია.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება >>>

ასამბლეის სხდომა ოთხშაბათს ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში, ანუ ავლაბრის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გაიხსნა. მეორე დღეს ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა.

19:00 საათზე აქციაა დაანონსებული, სადაც პარლამენტში რუსეთის დეპუტატის გამოსვლას და საქართველოში რუსული დელეგაციის ყოფნას გააპროტესტებენ.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები